Tag Archives: ცალმხრივი

სახის ჰემისპაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახის ჰემისპაზმი – სახის ჰიპერკინეზი, ჩვეულებრივ ცალმხრივი,  რომელიც ხასიათდება სახის ნერვის მიერ ინერვირებადი კუნთების უნებლიე შეკუმშვების პაროქსიზმებით. უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია მცირე არტერიის ან ვენის ნერვის მიჭყლეტვასთან, იშვიათად – სიმსივნესთან ან არტერიოვენურ მალფორმაციასთან. ზოგჯერ ეფექტურია ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, რეზისტენტულ შემთხვევებში იყენებენ ნერვის მიკროვასკულარულ დეკომპრესიას ან ბოტულოტოქსინის ინექციას დაზიანებულ

Read More

სახის პროგრესირებადი ჰემიატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახის პროგრესირებადი ჰემიატროფია – გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადება რომელიც ვლინდება კანის, კანქვეშა უჯრედისისა და კუნთების, ენის ცალმხრივი ატროფიით,  ხორხისა და მბგერავი ნაოჭის ატროფიით, თმის, წარბებისა და წამწამების  ცვენით, გორნერის სინდრომით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სასმენი ნერვის ნევრინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასმენი ნერვის ნევრინომა – კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რომლებიც წარმოქმნიან სასმენი ნერვის ვესტიბულური ნაწილის გარსს.  ნერვის ზეწოლის შედეგად ავადმყოფს თანდათანობით უვითარდება სმენის ცალმხრივი დაქვეითება და ხმაური ყურში. სიმსივნის შემდგომი ზრდისას შესაძლოა განვითარდეს დიზართრია, დისფაგია, ატაქსია, ჰემიპარეზი, ჰიდროცეფალია და ქალაშიდა ჰიპერტენზია. დიაგნოზი დგინდება აუდიომეტრიის, კომპიუტერული და მაგნიტურ – რენანსული ტომოგრაფიის

Read More

რომბერგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რომბერგის დაავადება – უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ვლინდება ბავშვობისა და ყრმობის ასაკში კანის, კანქვეშა უჯრედისისა და სახის კუნთების ცალმხრივი ატროფიით, კანის დეპიგმენტაციით, თმის, წარბებისა და წმაწამების  დაცვენით, ქალას სახის ძვლების ატროფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რედერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედერის სინდრომი – (G.  J. Raeder, ნორვეგიელი ოფთალმოლოგი; სინ. პარატრიგემინალური სინდრომი) შეტევითი, ძლიერი, თავის ცალმხრივი ტკივილი, უპირატესად თვალბუდის არეში; წარმოიქმნება დილაობით და ქრება შუადღისას; განპირობებულია ლოკალური პათოლოგიური პროცესით (მაგ. სიმსივნე), სამწვერა ნერვის განგლიის უშუალო სიხლოვეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა