Tag Archives: ცენტრი

გერმინაციული ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერმინაციული ცენტრი – (centrum germinale ლათ.germen – ღივი, შთამომავალი) ლიმფური ფოლიკულების ცენტრალური ნათელი ნაწილი. შედგება რეტიკულური უჯრედების – ლიმფოციტების, მაკროფაგებისა და დენდრიტული უჯრედებისაგან. სინ.ცენტრი რეაქციული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ასკლეპიოსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასკლეპიოსი – (Asklepios), მკურნალობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. აპოლონის ვაჟი. ასკლეპიოსის კულტი განსაკუთრებით გავრცელდა ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან. ასკლეპიოსის კულტის ცენტრი იყო ეპიდავროსი. ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან იგი გავრცელდა რომშიც, სადაც ასკლეპიოსს ესკულაპუსს უწოდებდნენ. ასკლეპიოსის სამლოცველოები სამკურნალო ადგილებად ითვლებოდა. ასკლეპიოსის ატრიბუტია კვერთხზე შემოხვეული საღვთო გველი. [“1”] გაფრთხილება!

Read More