Tag Archives: ასტროსფერო

უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი ციტოპლაზმით (ცენტროსფეროთი). თუ ცენტროსფეროში რადიალურად მიმართული ციტოპლაზმური ძაფებია, მას ასტროსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ ყველა აღნიშნულ ტერმინს:

Read More

ასტროსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასტროსფერო – (astrosphaera ბერძნ.aster – ვარსკვლავი და sphaira – სფერო) ცენტროსფეროს სახესხვაობა, რომელიც შედგება ცენტრიოლების გარშემო ნათელი ციტოპლაზმისაგან, სადაც მიტოზის დროს წარმოიქმნება ფიბრილური ძაფები, რომლებიც ცენტრიო­ლებიდან ყოველ მხარეს სხივისებრ იფანტებიან. ამ ძაფებს სხივთტეხის უნარი აქვთ. მათგან წარმოიქმნება აქრომატული თითისტარას ძაფები. ტერმინი „ასტროსფერო“ შემოიღო სტრასბურგერმა (1893). (ც. გაჩეჩილაძე,

Read More