Tag Archives: ცერებროსპინალური

ცერებროსპინური დეგენერაციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროსპინური დეგენერაციები – (ცერებროსპინალური ატაქსიები) მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ნათხემისა და ზურგის ტვინის გამტარი სისტემების დეგენერაციით, რიგ შემთხვევებში ღეროს, ბაზალური განგლიების, მხედველობის ნერვის, ბადურის, პერიფერიული ნერვების ჩართვით. კლინიკურად ვლინდება ნათხემოვანი ატაქსიით, მხედველობის დარღვევით, დემენციით, პოლინევროპათიის ნიშნებით და ა. შ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ქორიოდკარცინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოდკარცინომა – (ლათ. chorioideus სისხლძარღვოვანი წნული + ბერძ. Karkinos კიბო +  – oma სიმსივნე; სინ.: ქორიოიდული კარცინომა)ავთვისებიანი ნეიროექტოდერმული სიმსივნე, რომელიც ვითარდება  თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების ეპითელიდან. წარმოადგენს ქორიოიდპაპილომის ავთვისებიან ვარიანტს. გვხვდება საკმაოდ იშვიათად; კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია სიმსივნის და მისი მეტასტაზის ლოკალიზაციაზე. განსაკუთრებით დამახასიათებელია თავის ტვინის ზოგადი სიმპტომები,

Read More

არაქნოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არაქნოიდიტი – თავის ან ზურგის ტვინის ქსლისებრი გარსის სეროზული ანთება. წარმოადგენს ძალზე იშვიათ დაავადებას. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დიდი მნიშვნელობა აქვს წარსულში გადატანილ ტრავმას, მენინგიტს, სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას. ცერებრული არაქნოიდიტებიდან პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია ქალას უკანა ღრუს არაქნოიდიტს, რომელიც იძლევა ამ ლოკლიზაციის სიმსივნის იმიტირებას. სპინური ლოკალიზაციის დროს არაქნოიდიტი ჩვეულებრივ იმეორებს ზურგის

Read More