Tag Archives: ცეცხლნასროლი

ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები – შეიძლება იყოს გამჭოლი, შემხები, ბრმა. ცხვირის დანამატი წიაღების ტრავმების სიმპტომები მსგავსია ცხვირის დაზიანებებისა, თუმცა სისხლჩაქცევა შედარებით ძლიერია და ხშირად ვითარდება ჩირქოვანი პროცესები, ოსტეომიელიტები, ფსევდოქოლესტეატომები. ცხვირის ან დანამატი წიაღების ბრმა დაზიანება, რომელიც მოიცავს თვალბუდეს, ქალას ღრუს და ფუძეს, წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას.

Read More

ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები – გვხვდება რბილი ქსოვილების, ცხვირის ძვლებისა (ცდომით ან მის გარეშე) და ცხვირის ძგიდის დაზიანებები. ცხვირის დაზიანება, დანამატ ღრუებთან, ერთად უპირატესად აღინიშნება ჭრილობების, განსაკუთრებით ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. სიმპტომები. ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დეფორმაცია (ნატეხების ცდომის დროს), ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა. პალპაციით – მტკივნეულობა,

Read More

ყბის მოტეხილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის მოტეხილობები – ყბის ძვლის მოტეხილობა მისი მთლიანობის დარღვევით. ეტიოლოგია. საყოფაცხოვრებო, სპორტული, ცეცხლნასროლი და სხვა სახის ტრავმები. პათოგენეზი. პათოლოგიური მოტეხილობები განპირობებულია სხვადასხვა დაავადებებით – ქრონიკული ოსტეომიელიტით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ფიბროზული ოსტიტით და სხვ. მოტეხილობები ჩვეულებრივ ღიაა. კლინიკური სურათი ვლინდება ტკივილის სინდრომით, ნატეხების გადანაცვლებით, მათი მოძრაობით, თანკბილვის ცვლილებით, მეტყველებისა

Read More

რეფლექტორული კონტრაქტურები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეფლექტორული კონტრაქტურები – (ქირურგ.) ვლინდება კიდურების ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. მათი განვითარება განპირობებულია ნერვების მგრძნობიარე ბოჭკოების ხანგრძლივი გაღიზიანებით. ამას მივყავართ კუნთების ტონუსის მუდმივ მატებამდე, კიდურების ფიქსირებულ მგომარეობამდე.  კონტრაქტურები ისტერიის ფონზე ხასიათდებიან იმით, რომ კუნთების კრუნჩხვის დროს კიდური, როგორც წესი, ღებულობს კუნთების უნებლიე შეკუმშვებისთვის დამახასიათებელ მდებარეობას. ისინი სწრაფად უკუვითარდება

Read More

ნაწლავის პერფორაცია

ნაწლავის პერფორაცია – (ქირურგ.) ჩვეულებრივ გხვდება როგორც მუცლის ტიფის, ტუბერკულოზური წყლულების გართულება, ზოგჯერ აღინიშნება სხვა ანთებითი პროცესების და ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. უეცრად ვითარდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ვლინდება მწვავე ტკივილები მუცლის არეში. პალპაციით მკვეთრადაა გამოხატული მუცლის დაჭიმულობა მის მთელ სიგრძეზე, აღინიშნება შოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი. მუცლის ტიფის დროს პერფორაციის სიმპტომები დაფარულია ავადმყოფის მძიმე

Read More