Tag Archives: ცისტის

პანიკულიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანიკულიტი – კანქვეშა უჯრედისის ანთების ფორმა, რომელიც განპირობებულია ტრავმით, კანქვეშ ზეთოვანი სამკურნალო საშუალებების შეყვანით და სხვ. ვითარდება სიმსივნის, ცისტის, ირგვლივ და სხვ. ასევე წარმოიქმნება სპონტანურად ან ზოგიერთი წამლის მიღების შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კისრის შუამდებარე ცისტები და ფისტულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კისრის შუამდებარე ცისტები და ფისტულები – წარმოიქმნება ფარისებრ – ენის სადინრიდან. ენის ძირისა და ფარისებრი ჯირკვლის ყელს შორის შუა ხაზზე მდებარობს უმტკივნეულო მოძრავი წარმონაქმნი. ხშირად იგი ლოკალიზებულია უშუალოდ ხახის ზევით, გადაინაცვლებს ყლაპივის დროს. ინფექციის თანდართვის შემთხვევაში წარმოიქმნება მუდმივი ან მორეციდივე ფისტულა ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენით. ფისტულა მთლიანი

Read More

დიუპიუიტრენის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუპიუიტრენის სიმპტომი – (G. Dupuytren, ფრან. ქირურგი) ტკაცუნის შეგრძნება ალვეოლური მორჩის გამობერილ ძვლოვან კედელზე ან ყბაზე ზეწოლისას; აღინიშნება კბილის ფესვის ან ფოლიკულური ცისტის დროს, ასევე ყბის ზოგიერთი კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დიუბუას აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუბუას აბსცესი – (P. Dubois, ფრან. გინეკოლოგი; სინ. ბედნარის ცისტა) მკედუკანა ჯირკვლის (თიმუსი) აბსცესი თანდაყოლილი სიფილისის დროს, რომელსაც აქვს ცისტის ფორმა, ამოფენილია ბრტყელი ეპითელით და შეიცავს ლიმფოციტებს, ნეიტროფილურ გრანულოციტებს, ეპითელურ უჯრედებსა და სპიროქეტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა