Tag Archives: ციტოპლაზმური

ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos  –  ქსოვილი და genesis  –  განვითარება)  –  ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური დამოკიდებულების გადახრა ბირთვის ზომასთან შედარებით ციტოპლაზმის ზომის მკვეთრი მატებისკენ, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყოველგვარი

Read More

წვეტიანიშრე (ეპიდერმისის უჯრედების)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვეტიანიშრე (ეპიდერმისის უჯრედების) – (stratum spinosum) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის – პოლიგონური ფორმის ეპითელიოციტების (წვეტიანი ეპიდერმოციტი – epidermocytus spinosus) ერთმანეთთან დაკავშირებული მოკლე ციტოპლაზმური მორჩებით, ტონოფიბრილების შემცველი დესმოსომებით (ტონოფიბრილები დესმოსომებში ბოლოვდება). უჯრედთა 5 – 10 შრეა, ლოკალიზებულია ბაზალურ მემბრანაზე. ამ შრის ეპითელიოციტებს აქვთ გამრავლების უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

ციტოსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოსომა – (cytosoma ბერძნ.cytos – უჯრედი და soma, somatos – სხეული) უჯრედის სხეული, ანუ უჯრედის ციტოპლაზმური მასა. ტერმინი შემოიღო (1891) ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ციტოპლაზმური მემკვიდრეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმური მემკვიდრეობა – ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშან–თვისებების გადაცემა ბირთგარეშე, ციტოპლაზმაში არსებული მემკვიდრეობითი ფაქტორების–პლაზმოგენების მეშვეობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ციტოპლაზმონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმონები – (cytoplasmona იხ. ციტოპლაზმა) მემკვიდრეობის ციტოპლაზმური მატარებლები, რომელთა ბუნება ჯერჯერობით არასაკმაოდაა შესწავლილი. ტერმინი შემოიღო (1949) მიხაელისმა. სინ.პლაზმოგენები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა