Tag Archives: ციტოპლაზმური

ციტოპლაზმონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმონები – (cytoplasmona იხ. ციტოპლაზმა) მემკვიდრეობის ციტოპლაზმური მატარებლები, რომელთა ბუნება ჯერჯერობით არასაკმაოდაა შესწავლილი. ტერმინი შემოიღო (1949) მიხაელისმა. სინ.პლაზმოგენები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ციტოპლაზმის მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის მატრიქსი – (matrix cytoplasmatis ლათ.matrix – დედა; აქ ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება ციტოპლაზმური სტრუქტურები; სინ.ჰიალოპლაზმა) – ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის მემ­ბრანებს, ორგანოიდებს, მეტაპლაზმურ წარმონაქმნებს, ჩანართებსა და სხვა სტრუქტურებს შორის ყველა სივრცეს. მატრიქსში მიმდი­ნარეობს უჯრედის სასიცოცხლო აქტივობის გამპირობებელი ბიოქი­მიური რეაქციები, აგრეთვე ხორციელდება ნივთიერებათა ტრანსპორტი.

Read More