Tag Archives: ცრუ

ფსევდონევრასთენული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდონევრასთენული სინდრომი – (syndromum  pseudoneurasthenicum;  ბერძ. pseudes  ცრუ + ნევრასთენია) ნევრასთენიისათვის დამახასიათებელი დარღვევების (მომატებული აგზნებადობა, გამოფიტვა, ძილის დარღვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება და სხვ.) შერწყმა ორგანული ფსიქოსინდრომის ნიშნებთან (მეხსიერების შესუსტება, აზროვნებისა და გონებრივი პროდუქტიულობის დონის დაქვეითება და სხვ.); აღინიშნება თავის ტვინის ორგანული დაზიანებების დროს, ან მძიმე დაავადებების შემდეგ. გაფრთხილება!

Read More

ფსევდომიქსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდომიქსომა – (ბერძ. Pseudes ცრუ + მიქსომა) პათოლოგიური პროცესი, რომელიც ხასიათდება მუცლის ღრუში ლორწოვანი მასების დაგროვებით და მათი შემდგომი ორგანიზაციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა