Tag Archives: ცხიმოვანი

ცხიმოვანი ქსოვილი

ცხიმოვანი ქსოვილი – ცოცხალი ორგანიზმების შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა, რომლის შემადგენელი უჯრედები თითქმის მთლიანადაა ამოვსებული ცხიმოვანი წვეთებით; ასრულებს ენერგეტიკული დეპოს ფუნქციას, იცავს ორგანიზმს სითბოს დაკარგვისაგან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More

ცხიმოვანი ემბოლია ტრავმული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი ემბოლია ტრავმული – სისხლძარღვების დაცობა ცხიმის წვეთებით, რომელიც ვითარდება ყველაზე უფრო ხშირად ლულოვანი ძვლების მრავლობითი მოტეხილობების დროს, რასაც თან ახლავს ძვლოვანი რბილი ქსოვილების ელემენტების გაჭყლეტა, პარენქიმული ორგანოების მნიშვნელოვანი დაზიანებები, ასევე თერმული დამწვრობების დროს. ემბოლია შესაძლოა განვითარდეს ოპერაციული ჩარევების დროს ლულოვან ძვლებზე; ხშირად მიზეზი ხდება სიკვდილისა. განასხვავებენ

Read More

ცხიმები

ცხიმები – რთული ორგანული ნივთიერებები. წარმოადგენს გლიცერინისა და ერთფუძიანი ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერების ნარევს. ცილებთან, ნახშირწყებთან და ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალი ორგანიზმების აუცილებელი კომპონენტია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი დაავადება დაკავშირებულია ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი), მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს, არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე, ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი). აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (მაგალითად კორტიკოსტეროიდები).  სიმპტომები, მიმდინარეობა კლინიკურ მიმდინარეობაში, როგორც წესი, წამყვანია ღვიძლგარეთა დაზიანების სიმპტომები. თუმცა შემდგომში აღინიშნება ღვიძლის ზომების

Read More