Tag Archives: ცხიმოვანი

მადელუნგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მადელუნგის დაავადება – 1. კისრის დიფუზური სიმეტრიული ლიპომატოზი. ხასიათდება ცხიმის ლოკალური ჩალაგებით კისრის არეში მკვეთრად დეფორმირებული ცხიმოვანი ბალიშის ჩამოყალიბებით; 2. განვითარების თანდაყოლილი მანკი: სხივის ძვლის დისტალური ზონის ადრეული გაძვალება, რაც იწვევს წინამხრის დეფორმაციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლიპოქონდრიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოქონდრიები – (lipochondria ბერძნ.lipos  –  ცხიმი და chondros  –  ხრტილი)   ციტოპლაზმაში სფერული ცხიმოვანი სხეულაკები, რომლებიც, როგორც ჩანს, წარმოიქმნებიან გოლჯის კომპლექსის მიკრობუშტუკების ტრანსფორმაციის დროს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More