Tag Archives: ცხოველებისა

ცდომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდომილი უჯრედები – ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის უჯრედები, როგორც წესი, მეზენქიმური წარმოშობის, რომელთაც ახასიათებთ ამებისმაგვარი მოძრაობა (ამებოციტები, ჰისტიოციტები, მაკროფაგები, პოლიბლასტები, სისხლის უჯრედები). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქალა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალა – ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის თავის ჩონჩხი. მოზრდილ ადამიანში ქალას ძვლები ერთმანეთთან შეერთებულია ნაკერებით, ახალშობილებს ცალკეული ძვლების შეერთების ადგილზე აქვთ გაუძვლოვანებული უბნები, ანუ ყიფლიბანდები. ადამიანის ქალაში განასხვავებენ ქალას ტვინოვან ნაწილს, რომელშიც თავის ტვინის მოთავსებული და ქალას სახის ნაწილს (ვისცერალურს). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More