Tag Archives: ძვლებისა

ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი – ვითარდება პირველადი ტუბერკულოზური კერიდან ჰემატოგენური გზით ინფექციის გადატანის შემთხვევაში. ავადდებიან უპირატესად ბავშვები სიცოცხლის პირველი 10 წლის განმავლობაში. უხშირესად ტუბერკულოზით ზიანდება ხერხემალი და მსხვილი სახსრები, თუმცა შესაძლოა დაზიანდნენ სხვა ძვლებიც. უმეტეს შემთხვევაში ტუბერკულოზური კერა ლოკალიზებულია ძვლის სასახსრე ბოლოს ეპიფიზში. თავდაპირველად წარმოიქმნება იზოლირებული კერა,

Read More

ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები – გვხვდება რბილი ქსოვილების, ცხვირის ძვლებისა (ცდომით ან მის გარეშე) და ცხვირის ძგიდის დაზიანებები. ცხვირის დაზიანება, დანამატ ღრუებთან, ერთად უპირატესად აღინიშნება ჭრილობების, განსაკუთრებით ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. სიმპტომები. ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დეფორმაცია (ნატეხების ცდომის დროს), ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა. პალპაციით – მტკივნეულობა,

Read More

ტუბერკულოზი ძვალ – სახსროვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბერკულოზი ძვალ – სახსროვანი  – -(tuberculosis  osseoarticularis;   სინ.:  ტუბერკულოზური ართრიტი, ტუბერკულოზური პოლიართრიტი, ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი) ტუბერკულოზის ფორმა, უპირატესად ძვლებისა და სახსრების დაზიანებით მიმდინარე; ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით, ხაჭოსებრი ნეკროზული კერების წარმოქმნით ეპიფიზებში და მეტაფიზებში, სასახსრე ხრტილების დაშლით, გარეთა ფისტულების წარმოქმნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

პორაკ – დურანტეს დაავადება, ანუ სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პორაკ – დურანტეს დაავადება, ანუ სინდრომი – არასრულყოფილი თანდაყოლილი ოსტეოგენეზი, ძვლების მტვრევადობის თანდაყოლილი ავთვისებიანი ფორმა. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: კიდურთა ძვლებისა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები დაბადებისთანავე, კიდურები მოკლე და დეფორმული, სახე მცირე, ყიფლიბანდების მოგვიანებით გაძვალება, ცისფერი სკლერები, ცუდი სმენა, ჯუჯისებრისიმაღლე, სისხლში კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა

Read More

პარანეოპლატიკური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარანეოპლატიკური სინდრომი – (syndromum paraneoplasticum; ბერძ. Para მახლობლად + ნეოპლაზმა) სინდრომების საერთო დასახელება, რომლებიც განპირობებულია სიმსივნის ზემოქმედებით ნივთიერებათა ცვლაზე, იმუნიტეტის მექანიზმსა და ორგანიზმის რეგულატორული სისტემების ფუნქციურ აქტივობაზე (მაგ. ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიების განვითარება ქრონიკული ლიმფოლეიკოზების დროს) 2.  კლინიკურ – ლაბორატორიული სიმპტომთკომპლექსების ერთობლიობა, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების

Read More