Tag Archives: ძვლებისა

ტუბერკულოზი ძვალ – სახსროვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბერკულოზი ძვალ – სახსროვანი  – -(tuberculosis  osseoarticularis;   სინ.:  ტუბერკულოზური ართრიტი, ტუბერკულოზური პოლიართრიტი, ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი) ტუბერკულოზის ფორმა, უპირატესად ძვლებისა და სახსრების დაზიანებით მიმდინარე; ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით, ხაჭოსებრი ნეკროზული კერების წარმოქმნით ეპიფიზებში და მეტაფიზებში, სასახსრე ხრტილების დაშლით, გარეთა ფისტულების წარმოქმნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

პორაკ – დურანტეს დაავადება, ანუ სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პორაკ – დურანტეს დაავადება, ანუ სინდრომი – არასრულყოფილი თანდაყოლილი ოსტეოგენეზი, ძვლების მტვრევადობის თანდაყოლილი ავთვისებიანი ფორმა. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: კიდურთა ძვლებისა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები დაბადებისთანავე, კიდურები მოკლე და დეფორმული, სახე მცირე, ყიფლიბანდების მოგვიანებით გაძვალება, ცისფერი სკლერები, ცუდი სმენა, ჯუჯისებრისიმაღლე, სისხლში კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა

Read More