Tag Archives: ძილიანობა

მურის სინდრომი

მურის სინდრომი – აბდომინური შაკიკი, მუცლის შაკიკი, მუცლის ეპილეფსია. ნაწლავის შეტევითი გაძლიერებული მოტორიკა თავის ტვინის გაღიზიანების შედეგად. ნიშნები: პაროქსიზმული გაფანტული ტკივილი მუცელში. პროდრომულ პერიოდში გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სიფერმკრთალე, ყურყური მუცელში, შეტევის დროს მუცლის კუნთების კლონური შეკუმშვა. შეტევის შემდეგ ძილიანობა, დამტვრეულობა. ელექტროენცეფალოგრამაზე ცერებრული დიზრიტმია. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კიარი – ფრომელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კიარი – ფრომელის სინდრომი – პერსისტირებადი ლაქტაციის სინდრომი, საშვილოსნოს ლაქტაციური ატროფია. უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში ფეხმძიმობის და მშობიარობის შემდეგ ლაქტორეისა და ამენორეის სახით ძუძუს წოვების დამთავრებისას. შესაძლოა განვითარდეს ფეხმძიმობისაგან დამოუკიდებლადაც. ხშირად ადგილი აქვს დიენცეფალონის დაზიანების ნიშნებს: სიმსუქნე ან წომაში დაკლება, თავის ტკივილი, თავბრუ, სისუსტე, ძილიანობა ან

Read More