Tag Archives: წარმოდგენილი

სეროზული ნახევარმთვარე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეროზული ნახევარმთვარე – (semiluna serosa. ლათ. semi  –  ნახევარი) სანერწყვე ჯირკვლების ტერმინალური ნაწილის შერეული ჯირკვლების დამახასიათებელი სტრუქტურა, წარმოდგენილი სეროზული  უჯრედებით  –  გლანდულოციტებით (სეროციტი  –  serocytus), რომლებიც ნახევარმთვარისებრ გარს ევლება ლორწოვან უჯრედებს  –  გლანდულოციტებს (მუკოციტი  –  mucocytus) (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

საკუთარი ლორწოვანი გარსის ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკუთარი ლორწოვანი გარსის ფირფიტა – (lamina proprea mucosae ლათ. proprius  –  საკუთარი)  ფაშარი ბოჭკოვანი შემაერ­თებელი ქსოვილითაა წარმოდგენილი, რომელიც შეიცავს მრავალ­რიცხოვან სისხლძარღვებს, ლიმფურ ძარღვებს, ლიმფურ ფოლი­კულებს, ლორწოვან ჯირკვლებს, ნერვულ დაბოლოებებს. ლორწოვანი გარსების შემადგენლობაში (საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი სისტემის და სხვ). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More