Tag Archives: კომპონენტ

ტრიპლეტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიპლეტები – (ბერძნ.tri  –  სამი)   გენების სტრუქტურული კომპონენტები, წარმოდგენილი სამი აზოტური ფუძით, რომლებიც გან­ლაგებულია გარკვეული თანმიმდევრობით და კოდონს ქმნიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საკვები დანამატები

საკვები დანამატები – ბუნებრივი ან სინთეზური ქიმიური ნაერთები, რომლებიც განკუთვნილია  საკვებ პროდუქტებში შესაყვანად მათი წარმოების დროს, მათი შენახვის ან ტრანსპორტირებისას, მაგრამ საკუთრივ თვითონ არ გამოიყენებიან ადამიანის მიერ როგორც საკვები პროდუქტები, ან საკვების ჩვეულებრივი კომპონენტები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი