Tag Archives: წასვლა

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ფრუქტოზემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზემია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოზო – 1 – ფოსფატალდოლაზის უკმარისობით. მანიფესტირდება ადრეული ბავშვობის ასაკში: ფრუქტოზის ან საქაროზის მიღების შემდეგ წარმოიქმნება ჰიპოგლიკემიის ნიშნები (ოფლიანობა, გულის წასვლა და სხვ.), გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, შესაძლოა კრუნჩხვების განვითარებაც. დამახასიათებელია ანორექსია, ზიზღი საკვებისადმი, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას (ტკბილეული, ხილი). აღინიშნება ჰეპატომეგალია,

Read More

ტრაქეისა და ბრონქების უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეისა და ბრონქების უცხო სხეულები – შეიძლება იყოს ნებისმიერი მცირე ზომის საგანი: მზესუმზირისა და საზამთროს თესლები, ღილები, ქინძისთავები, ლურსმნები, ჭიკარტები და სხვ. ხშირია ბავშვებში; ხვდება პირის ღრუდან ღრმად ჩასუნთქვის დროს. არაიშვიათად შესაძლებელია მოხვდნენ ქვედა სასუნთქ გზებში კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან. ხელის შემწყობი ფაქტორებია სიცილი, ხველა, ძილი, გულის

Read More

სისხლძარღვოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვოვანი უკმარისობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია არტერიების გაფართოებით; ხასიათდება არტერიული წნევის დაქვეითებითა და ორგანოთა სისხლმომარაგების დარღვევებით. სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი; ქრონიკული ვლინდება არტერიული ჰიპოტენზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინკოპე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინკოპე – გულის წასვლა, ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა