Tag Archives: წვეთოვანი

პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია.

Read More

პარაგრიპი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაგრიპი – ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2 – დან 7 დღემდე. ვლინდება სურდოთი, უხეში ხველით, ტკივილით ყელში, ხმის ჩახლეჩვით, სუბფებრილური ტემპერატურით. ავადმყოფებს უკეთებენ იზოლაციას და უტარებენ სიმპტომატურ მკურნალობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More