Tag Archives: წინაგულში

ტრიკუსპიდალური უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური უკმარისობა – – გულის მანკი: სამკარიანი სარქვლის საგდულების არასრული დახურვა, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას მარჯვენა პრკუჭიდან  მარჯვენა წინაგულში მისი სისტოლის დროს; როგორც წესი, კომბინირებულია გულის სხვა მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვითა და პულსაციით, ღვიძლის გადიდებითა და პულსაციით, შეშუპებებით, გულის მარჯვენა ნაწილის გადიდებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევით.

Read More

სისხლის მიმოქცევის მცირე წრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის მიმოქცევის მცირე წრე – სისხლის მიმოქცევის განყოფილება, რომელიც იწყება გულის მარჯვენა პარკუჭიდან და მთავრდება მარცხენა წინაგულში შემავალი სისხლძარღვებით; სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში ხდება გაზთა ცვლა ფილტვის კაპილარების სისხლსა და ალვეოლარულ ჰაერს შორის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა