Tag Archives: წინაპართა

გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). ტერმინი „გენოტიპი“ პირველად იხმარა (1909) იოჰანსენმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია – (recapitulatio histogenetica) ემბრიონული ჰისტოგენეზის პროცესში ფილოჰისტოგენეზის ძირითადი ნიშნების რეკაპიტულაცია. არჩევენ ჰისტოგენეზურ რეკაპიტულაციის შემდეგ ტიპებს: 1. ორგანოს მიერ ონტოგენეზში წინაპართა შესაბამისი ორგანოს ქსოვილოვანი შემადგენლობის გამეორებას; 2. ჰისტოგენეზის პროცესში ამა თუ იმ ქსოვილის თავისებურებათა ან ფილოჰისტოგენეზის ეტაპების განმეორებას; 3. უჯრედის დიფერენცირების დროს ფილოჰისტოგენეზში ამ ტიპის უჯრედთა

Read More

პალიგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალიგენეზი – (paligenesis ბერძნ.palaios – ძველი, genesis – განვითარება) ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების დროს პროცესთა კომპლექსი, რომელიც ასახავს წინაპართა მემკვიდრეობით მიღებული აგებულების ძირიადი ნიშნების გამეორებას, რეკაპიტულაციას. პალიგენეზური ნიშნები არეკლავს ორგანიზმის ფილოგენეზურ განვითარებას, ანუ ისინი რეკაპიტულაციის ნიშნებია. პალიგენეზურ ნიშნად მიჩნეულია ემბრიონული ნერგების ღერძული კომპლექსის განლაგება. აღნიშნული კომპლექსი გასტრულაციის პროცესში

Read More