Tag Archives: ხასიათი

ფებრილური შეტევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფებრილური შეტევები – კრუნჩხვითი ეპილეფსიური შეტევები, ძირითადად ბავშვებში 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ფარგლებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე. წარმოიქმნება რაიმე ნევროლოგიური დარღვევების გარეშე და აქვს გენერალიზებული ხასიათი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტირგსტირუპის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტირგსტირუპის სინდრომი – ინტრაჰეპატური მორეციდივე კეთილთვისებიანი ქოლესტაზი. მემკვიდრეობითი ფიზიკო – ქიმიური დეფექტი, რაც მდგომარეობს ღვიძლის უჯრედებიდან და მცირე სანაღვლე სადინრებიდან შეკავშირებული ბილირუბინის გამოყოფის დარღვევაში, შესაძლოა გადაცემის ავტოსომურ – რეცესიული ხასიათი. ნიშნები: მოინტერნირე სიყვითლე მაღალი ბილირუბინემიით. სისხლში მომატებულია პირდაპირი ბილირუბინი, ჰეპატომეგალია, კანის  ქავილი. ზოგჯერ პირველად ვლინდება ორსულობის დროს.

Read More