Tag Archives: ხერხემლიანი

ოსტეოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოციტები – (osteocyti ბერძნ.osteon – ძვალი და cytos – უჯრედი) – ძვლოვანი ქსოვილის უჯრედთა უმეტესი ნაწილი. მორჩებიანი ფორმის, კომპაქტური ბირთვისა და სუსტად ბაზოფილური ციტოპლაზმის მქონე უჯრედები. ძვლის მაღალდიფერენცირებული მომწიფებული უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას და უმეტესად მასში ამოქოლილ მდგომარეობაში არიან. ისინი ოსტეობლასტების დიფერენცირების ბოლო სტადიაა.

Read More

ნერვული ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვული ბოჭკოები – ნეირონების გამონაზარდები (აქსონები) თავის გარსიანად, რომლებიც ნერვულ იმპულსებს ატარებენ. ნერვული ბოჭკოების სისხო 0,5  –  30 მკმ აღწევს (ზოგჯერ ბევრად მეტსაც), სიგრძე კი იზომება მანძილით ტვინიდან საინერვაციო ორგანომდე. ყველა ნერვულ ბოჭკოების ცენტრში არის აქსონი, რომელიც შემოსილია სპეც. გარსით, რ – საც ქმნიან ნევროგლიის განსკუთრებული უჯრედები 

Read More