Tag Archives: ხიხინი

სილიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სილიკოზი – (silicosis; ლათ. silex, silicis კაჟი + osis)ფილტვების დაავადება, რომელიც ვითარდება სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრის შესუნთქვით; წარმოადგენს პნევმოკონიოზის ყველაზე გავრცელებულ და მძიმე სახეს და პრაქტიკულად ყოველთვის არის პროფესიონალური დაავადება. განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას (I, II, III) და სამ ფორმას. პნევმოკონიოზით დაავადებულები ყველაზე უფრო ხშირად უჩივიან ქოშინს,

Read More

პნევმოცისტოზი

პნევმოცისტოზი

პნევმოცისტოზი,  პნევმოცისტოზი – ეტიოლოგია და ეპიდემიოლოგია, პნევმოცისტოზი – პათოგენეზი, პნევმოცისტოზი – კლინიკური სურათი, პნევმოცისტოზი – შეშუპებითი სტადია, პნევმოცისტოზი – ემფიზემატოზური სტადია, პნევმოცისტოზი – ემფიზემატოზური სტადია.  პნევმოცისტოზი – გართულებები  >>>

Read More

კერშნერ – ადამსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კერშნერ – ადამსის სინდრომი – ქრონიკული არასპეციფიკური ჩირქოვანი პნევმონიტი. ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიის ნაირსახეობა. დაავადება ვითარდება ნელა, წლების მანძილზე. ნიშნები: ხველა ნახველის მცირე რაოდენობით, ჰემოფტიზი, ტკივილი გულმკერდში, პერკუსიის მოყრუების მცირე ზონა, უპირატესად ცალმხრივი მშრალი ხიხინი, საერთო მდგომარეობა შედარებით კარგია, ტემპერატურა ნორმალური, რენტგენოლოგიურად შემოფარგლული, სეგმენტური დაჩრდილვა, რომელიც მოგვაგონებს ატელექტაზს.

Read More

ეოზინოფილური პნევმონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური პნევმონია – ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრატი (ლეფერის სინდრომი). დაავადება ხასიათდება ფილტვებში ინფილტრატების გაჩენით, რომელიც  რენტგენოგრამაზე ჩანს გარდამავალი ჩრდილების სახით, პარალელურად სისხლში ეოზინოფილების რიცხვის გაზრდით. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და ჩვეულებრივ მთავრდება ერთი თვის განმავლობაში. ხშირ შემთხვევებში დაავადება ვითარდება ალვეოლებში ალერგიული რეაქციების შედეგად. მხოლოდ ზოგიერთ ავადმყოფში ვლინდება ალერგიული პროცესის

Read More

ქრონიკული ბრონქიტი

ქრონიკული ბრონქიტი chronic bronchitis ბრონქიტი ქრონიკული (chronic bronchitis) ბრონქების დიფუზური პროგრესირებადი დაავადება, რომელიც დაკავშირებული არ არის ფილტვების ლოკალურ ან გენერალიზებულ დაზიანებასთან და ვლინდება ხველით. პროცესის ქრონიკულ მიმდინარეობაზე ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც ხველა გრძელდება წელიწადში არანაკლებ 3 თვისა, ორი წლის განმავლობაში ზედიზედ. ქრონიკული ბრონქიტი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ფილტვების არასპეციფიკურ ქრონიკულ დაავადებას, რომელსაც აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ. ბრონქიტი ქრონიკული

Read More