Tag Archives: ჯირკვლების

რესლეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესლეს სინდრომი – სასქესო ჯირკვლების განვითარებითი ანომალიების შერწყმა ჯუჯისებრ ზრდასთან. როგორც ჩანს, გადაცემის დომინანტური ტიპი შეკავშირებულია იქს ქრომასთან, საგულვებელია ასევე ავტოსომურ – რეცესიული გადაცემაც. ნიშნები: ზრდაში შეფერხება, (დისპროპორციულად ჯუჯისებრი ტანი ზომაზე დიდი კიდურებით), ოსტეოპოროზი, პირველადი ამენორეა და უნაყოფობა, გენიტალური ინფანტილიზმი) (კლიტორის ჰიპოპლაზია, საკვერცხეების არარსებობა), ჰიპოტრიქოზმი. სარძევე ჯირკვლების

Read More

პროლაქტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროლაქტინი – (სინ.: ლაქტოგენური ჰორმონი, ლუთეოტროპული ჰორმონი, ლუთეოტროპინი, მამოტროპინი) ჰიპოფიზის წინა წილის მიერ პროდუცირებული ცილოვანი ბუნების ჰორმონი; გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. პროლაქტინი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების ზრდას და განვითარებას, ააქტიურებს ლაქტაციას, ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ზრდასა და ფუნქციას, ასევე შინაგანი ორგანოების ზრდას. არეგულირებს რეპროდუქციულ პროცესებს, ასტიმულირებს დედობრივი ინსტიტიქტის გამოვლინებას.

Read More