Tag Archives: ჯირკვლოვანი

ფიბროადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროადენომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომლის შემადგენლობაში შედიან პროლიფერაციული ჯირკვლოვანი ეპითელიუმი და გამოხატული შემაერთებელქსოვილოვანი სტრომა. განსაკუთრებით ხშირია სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა, რომელშიდაც იგი შერწყმულია მასტოპათიასთან. დიაგნოზი ეფუძნება პალპაციას, მამოგრაფიას და პუნქტატის ციტოლოგიურ გამოკვლევას. მკურნალობა ოპერაციულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფიალისებრი ეგზოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიალისებრი ეგზოკრინოციტი – (exocrinocytus calyciformis ბერძნ. exo  –  გარეთა, crinein  –  გამოყოფა, cytos  –  უჯრედი და ლათ. calyx, calycis  –  ფიალა) ჯირკვლოვანი უჯრედი ენდოდერმული ეპითელიუმის შემადგენლობაში, რომელსაც ფიალისებრი ფორმა აქვს სეკრეტის დაგ­როვების ფაზაში, როდესაც სეკრეტის ზეწოლით უჯრედის ბირთვი გა­და­ინაცვლებს უჯრედის ბაზალურ ნაწილში და გამოყოფს ლორწოვან სეკრეტს. (ც.

Read More