ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების გამო, რაც განპირობებული შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნით ან მისი ჰიპოპლაზიით ჰიპოთალამუსის დაზიანების შედეგად. ცხოვრების მეორე