Tag Archives: ჰიპერტელორიზმი

ვაარდენბურგის სინდრომი

ვაარდენბურგის სინდრომი – დამახასიათებელია ორმხრივი ჰიდროფთალმია, ჰიპერტელორიზმი, კოშკისებური თავის ქალა, თუთიყუშის ნისკარტისებური ცხვირი, გაპობილი მაგარი სასა, ჰიპოპლაზიური ქვედა ყბა, ენის ანომალიური მდებარეობა, დეფორმული ყურის ნიჟარები, დისპლაზიური ლავიწი, მუხლის სახსრებში კონტრაქტურა, აღინიშნება სინდაქტილია, გულის სხვადასხვა მანკი და სასქესო ორგანოთა ანომალია. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ვაარდენბურგ – კლეინის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაარდენბურგ – კლეინის სინდრომი – სიყრუისა და ნაწილობრივი ალბინიზმის თანდყოლილი სინდრომი. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. დამახასიათებელია სმენის დაქვეითება ან სიყრუე (მიზეზია შუა ყურის დაზიანება), სიმუნჯე, თეთრი ზოლი თმაში, ფერადი გარსის ჰეტეროქრომია და ჰიპოპლაზია. ავადმყოფი დაბალი ტანისაა, თავის ქალა შეუცვლელია, აღინიშნება ძვლებისა და სახსართა ჰიპოპლაზია, მრავლობითი ფიბრომები,

Read More