ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა – (insufficientia valvae trunci pulmonalis) ფილტვის ღეროს სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს გულის პარკუჭების დიასტოლის დროს სისხლის უკუმოძრაობას ფილტვის ღეროდან მარჯვენა პარკუჭში; განპირობებულია ნახევარმთვარისებრი სარქველების არასრული ჩაკეტვით ან პერფორაციით; კლინიკურად ვლინდება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიისა და დილატაციის სიმპტომებით, შეგუბებითი მოვლენებით სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში,