Tag Archives: ჰიპოგონადიზმის

ფემინიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფემინიზაცია – (ლათ. femina – ქალი) მედიცინაში – მამაკაცებში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა. აღინიშნება ჰიპოგონადიზმის, კლაინფენტერის სინდრომის, ასევე სათესლის, თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის ზოგიერთი სიმსივნის და სხვ. დროს. 2.  მამრობით ორგანიზმში მდედრობითი მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როტმუნდის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როტმუნდის სინდრომი – (A. Rothmund, გერმ. ოფთალმოლოგი; სინ.: როტმუნდის დისტროფია)მემკვიდრეობითი სინდრომი; ხასიათდება კანის ატროფული ცვლილებებით,  ტელეანგიექტაზიებითა და პიგმენტაციის დარღვევებით, კატარაქტით და რიგ შემთხვევებში სიმპტომებით, რომლებიც უკავშირდებიან ნერვული და ენდოკრინული სისტემების განუვითარებლობას. როტმუნდის სინდრომი გვხვდება საკმაოდ იშვიათად; იწყება 3 – 4 თვის ასაკში; უფრო ხშირად ავადდებიან გოგონები. პირველი

Read More

კალმანის სინდრომი

კალმანის სინდრომი – ჰიპოჰონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შერწყმა ანოსმიასთან. ნიშნები: სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), დაქვეითებული თმიანობა, ქოსა სახე. ავადმყოფს დაკარგული აქვს ყნოსვის შეგრძნება, ვერ არჩევს სუნს, არა აქვს პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დეფორმულია, ჰიპერტელორიზმი; ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, სიყრუე. სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი 46yx.

Read More

დე მორსიეს სინდრომი

დე მორსიეს სინდრომი – ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შეუღლება ანოსმიასთან. ნიშნები: სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), საერთო მცირე თმიანობა – სახეზე კი ის სულ არ არის. ავადმყოფს არა აქვს ყნოსვა, პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დეფორმირებულია. ჰიპერტელორიზმი, ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, სიყრუე. სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი

Read More