Tag Archives: ჰიპოგონადიზმის

ფემინიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფემინიზაცია – (ლათ. femina – ქალი) მედიცინაში – მამაკაცებში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა. აღინიშნება ჰიპოგონადიზმის, კლაინფენტერის სინდრომის, ასევე სათესლის, თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის ზოგიერთი სიმსივნის და სხვ. დროს. 2.  მამრობით ორგანიზმში მდედრობითი მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როტმუნდის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როტმუნდის სინდრომი – (A. Rothmund, გერმ. ოფთალმოლოგი; სინ.: როტმუნდის დისტროფია)მემკვიდრეობითი სინდრომი; ხასიათდება კანის ატროფული ცვლილებებით,  ტელეანგიექტაზიებითა და პიგმენტაციის დარღვევებით, კატარაქტით და რიგ შემთხვევებში სიმპტომებით, რომლებიც უკავშირდებიან ნერვული და ენდოკრინული სისტემების განუვითარებლობას. როტმუნდის სინდრომი გვხვდება საკმაოდ იშვიათად; იწყება 3 – 4 თვის ასაკში; უფრო ხშირად ავადდებიან გოგონები. პირველი

Read More