Tag Archives: ჰიპოპიტუიტარიზმი

ჰიპოპიტუიტარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპიტუიტარიზმი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონების დაქვეითებული წარმოქმნით. წარმოიქმნება, მაგ. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეებისას, ოპერაციების, დასხივების შედეგად. ქალებში ვლინდება ამენორეით და მამაკაცებში უნაყოფობით, თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტი იწვევს მეორად ჰიპოთირეოზს, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დეფიციტი – ჰიპოკორტიციზმს. შესაძლო გამოვლინებებია: გასუქება ან კახექსია, ჯუჯოვნება, სასქესო ორგანოების ატროფია და სხვ.

Read More

ჰიპოთალამური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთალამური სინდრომი – 1. სიმპტომთკოპლექსი, რომელიც გამოწვეულია ჰიპოთალამუსის დისფუნქციით თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. კლინიკური სურათი ყალიბდება ნეიროენდოკრინული (ჰიპოპიტუიტარიზმი პროლაქტინემიასათან ერთად, უშაქტო დიაბეტთან ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომთან), კვების დარღვევებით (მგლის მადა, ან ანორექსია) ვეგეტატიური დისფუნქციით, ვეგეტატიური კრიზების ჩათვლით წყალ – ელექტროლიტური და ნახშირწყლოვანი ბალანსის, თერმორეგულაციის,

Read More

ნეიროენდოკრინული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროენდოკრინული სინდრომი – ენდოკრინულ – ცვლითი დარღვევების ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევეასთან. ამ ჯგუფში შედის ჰიპოთალამური ჰიპოგონადიზმი, ჰიპერპროლაქტინემია, ადიპოზურ – გენიტალური დისტროფია, იცენკო – კუშინგის დაავადება, აკრომეგალია, უშაქრო დიაბეტი, ჰიპოპიტუიტარიზმი და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More