Tag Archives: ჰიპოპლაზიით

ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების გამო, რაც განპირობებული შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნით ან მისი ჰიპოპლაზიით ჰიპოთალამუსის დაზიანების შედეგად. ცხოვრების მეორე

Read More

ფანკონის ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფანკონის ანემია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიით, ანემიით, ლეიკოპენიით, თრომბოციტოპენიით, რაც შერწყმულია კანის, ძვლოვანი სისტემის, შინაგანი ორგანოების განვითარების ანომალიებთან, ჰიპოგენიტალიზმთან, მიკროცეფალიასთან და სხვ. მკურნალობა – ძვლის ტვინის გადანერგვა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტერნერ – კაიზერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერნერ – კაიზერის სინდრომი – (J.  W. Turner, ამერ. ექიმი; W. Kieser გერმ. ექიმი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კვირისტავის ჰიპოპლაზიით, იდაყვის ძვლის დისპლაზიით, სხივის ძვლის თავის ამოვარდნილობით, ფრჩხილების დისტროფიით, მენჯის ძვლებზე ეგზოსტოზების განვითარებით; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More

მეიერ – შვიკერატის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეიერ – შვიკერატის სინდრომი – (G. Meyer – Schwickerath, გერმ. ოფთალმოლოგი) ეგზოდერმული დისპლაზია, რომელიც ვლინდება მიკროფთალმიით, გლაუკომით, კბილის ემალის მოყავისფერო შეფერვითა და ჰიპოპლაზიით, მოკლე თითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დე სანკტის – კაკონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დე სანკტის – კაკონის სინდრომი – (С. De Sanctis, A. Cacchione, იტალ. ფსიქიატრები; სინ. ქსეროდერმული იდიოტია) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სიმძიმის ჭკუასუსტობით, პიგმენტური ქსეროდერმიით, დაბალი ტანით, სასქესო ორგანოების ჰიპოპლაზიით, ნევროლოგიური მოშლილობებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა