Tag Archives: ჰიპოფიზური

ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების გამო, რაც განპირობებული შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნით ან მისი ჰიპოპლაზიით ჰიპოთალამუსის დაზიანების შედეგად. ცხოვრების მეორე

Read More

ჰიპოფიზური დიაბეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური დიაბეტი – პანკრეასის გარეშე დიაბეტი, რომელიც განპირობებულია ჰიპოთალამუსის და (ან) ჰიპოფიზის დაზიანებით, სომატოტროპული და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების ჰიპერსეკრეციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოგონადიზმი

ჰიპოგონადიზმი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია საკვერცხეების ან სათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების დაქვეითებული სეკრეციით. მისი ძირითადი ნიშანია მეორადი სასქესო ნიშნების არარსებობა ან განუვითარებლობა. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (მაგ. კლაინფენტერის სინდრომის დროს), ან აღინიშნებოდეს კრიპტორქიზმის დროს, სასქესო ჯირკვლების ტოქსიკური, ინფექციური, სხივური დაზიანებისას, ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევისას. ჩვენების მიხედვით ტარდება თერაპია ჰორმონალური პრეპარატებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე,

Read More

შტეინერ – კურშმანის მიოტონია ატროფიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინერ – კურშმანის მიოტონია ატროფიული – ხასიათდება ერთი მხრივ მსუბუქად გამოხატული მიოტონური მოვლენებით მტევანსა და ენაში, მეორე მხრით კუნთთა ატროფიით. ატროფიას განიცდის მიმიკური (მიოპათური სახე), მკერდ – ლავიწ –  დვრილისებური, მხრის სარტყლის, წინამხრის და მტევნის, იშვიათად პერონეალური ჯგუფის კუნთები. დამახასიათებელია მთელი რიგი ენდოკრინულ – ვეგეტატიური მოშლილობები (იმპოტენცია,

Read More

ტუბერული ნაწილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბერული ნაწილი – / ადენოჰიპოფიზის / (pars tuberalis / adenohypophysis /)  ადენოჰიპოფიზის ნაწილია, შედგება ეპითელური  უჯრედების ჭიმებისგან, რომლებიც ჰიპოფიზური ფეხის მიმდებარედ ლოკალიზდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა