Tag Archives: ჰომოგენური

ჟიულენ – მარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟიულენ – მარის სინდრომი – ავთვისებიანი დერმატოპულმონური რეტიკულოენდოთელიოზი. გვხვდება იშვიათად ბავშვებში. ნიშნები: გამონაყარი პაპულის სახით დაფარული ქერქით, პროგრესიული ქოშინი, ციანოზი, შეტევითი ხველა, რენტგენოლოგიურად ფილტვის არეების ჰომოგენური დაჩრდილვა, მედიასტინული და კანქვეშა ემფიზემა, სპონტანური პნევმოთორაქსი, პროგნოზი მძიმე. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More