Tag Archives: აკრძალული

საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული – (folliculus atreticus ლათ. folliculus  –  პარკი, atretos  –  აკრძალული) ფოლიკული, რომელიც ვითარდება ისე, რომ მომწიფებას არ მიაღწევს. საკვერცხეში ატრეზიული  –  ოოციტით დაღუპული ფოლიკულებია. ატრეზიას შესაძლებელია განიცდიდეს როგორც პრიმორდიული, ასევე მზარდი ფოლიკულები. ატრეზიის პროცესი პრიმორდიულ ფოლიკულებში იწყება ოოციტის დეგენერაციით, ხოლო შემდეგ თვით ფოლიკუ­ლოციტებიც გადაგვარდება.

Read More

ატრეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ატრეზია – (atresia ბერძნ.a – უარყოფა, tresis – ხვრელი) 1. ორგანიზმის რომელიმე ბუნებრივი ხვრელის არარსებობა ან განუ­ვითარებლობა, ემბრიონული განვითარების ანომალიასთან დაკავ­შირებული; 2. საკვერცხეში სასქესო უჯრედებისა და ფოლი­კულების ნაწილების კვდომა (ბერძნ.atretus – აკრძალული). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.

Read More