Tag Archives: ანტისხეული

ანტიტოქსინი

ანტიტოქსინი (antitoxin) – ორგანიზმში ფორმირებული ანტისხეული ბაქტერიული, მცენარეული ან ცხოველური ტოქსინების მოქმედებით. ანტიტოქსინს აქვს ტოქსინის განეიტრალების უნარი. ანტიტოქსინები მიეკუთვნება იმუნოგლობულინების G კლასს (IgG). პირველად ანტიტოქსიკური შრატი (ანტიდიფტერიული) მიღებული იყო ე. რუს მიერ 1894 წელს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ანტისხეულები

ანტისხეულები – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ანტიგენების საწინააღმდეგოდ ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სპეციფიკური ცილოვანი ნივთიერებები. ანტისხეული უერთდება ანტიგენს და ანეიტრალებს მათ ტოქსიკურ და სხვა მავნე მოქმედებას. ანტისხეული, ანტისხეულები (antibody) – ცილა, იმუნოგლობულინი, სინთეზირდება იმუნური სისტემის მიერ, ორგანიზმში შეყვანილი სხვადასხვა ანტიგენის საპასუხოდ და მოქმედებს მასზე სპეციფიკურად. ანტისხეულების წარმოქმნა – იმუნიტეტის ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი პროცესია. ადამიანის ანტისხეულებს, იმუნოგლობულინების 5 კლასი

Read More