Tag Archives: არეალი

არომორფოზი

არომორფოზი – იგივეა, რაც აროგენეზი. იგი წარმოადგენს ევოლუციური პროგრესის მთავარ გზას, რომელიც ორგანიზმის მკვეთრი, ადაპტური ბუნების მქონე გარდაქმნების შედეგად მიმდინარეობს. ამ დროს იზრდება ორგანიზმის ორგანიზაცია, გარემო პირობებისადმი შეგუება, კონკურენტუნარიანობა და გავრცელების არეალი. არომორფოზის მაგალითია გულის ოთხსაკნიანობის წარმოქმნა – ხერხემლიანებისათვის, ცოცხალმშობიარობა – ძუძუმწოვრებში და მრავალი სხვა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

Read More

არეალი

არეალი – პირობითად შემოსაზღვრული არე. არეალი (area) – დედამიწის ტერიტორიის მონაკვეთი, სადაც ბინადრობენ და განვითარების სრულ ციკლს გადის მოცემული ტაქსონი: ნებისმიერი რანგის ტაქსონის განუყოფელი მახასიათებელი (მორფო-ეკოლოგიურ ნიშნებთან ერთად). (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .