Tag Archives: ასრულებს

მეროგონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეროგონია – (merogonia ბერძნ.meros – ნაწილი და gonos – გვარი) – კვერცხუჯრედის უბირთვო ფრაგმენტის განვითარება მისი სპერმატო­ზოიდით განაყოფიერების დროს. მეროგონია ანდროგენეზის სახე­სხვაობაა, რომლის დროს ზიგოტის განვითარებაში მთავარ როლს ასრუ­ლებს მამრობითი სასქესო უჯრედი. ტერმინი შემოიღო დელაჟემ (1899). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ბაზალური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური მემბრანა – (membrana basalis ბერძნ.basis – სა­ფუძველი) რთული, დინამიური, აქტიური ნახშირწყლოვან – ცილოვან – ლიპიდური კომპლექსია და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრუ­ლებს შე­მაერთებელი ქსოვილის უჯრედებს, მის წარმონაქმნებსა და სხვა მუშა ქსოვილოვან ელემენტებს შორის. ქსოვილის შემადგენელი უჯრედები და მათი წარმონაქმნები მეზობელ სხვა ქსოვილთა უჯრედებისაგან გამიჯ­ნულია ბაზალური მემბრანით (ბაზალური ფირფიტა).

Read More