Tag Archives: ახალშობილ

ნორის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნორის დაავადება – 1. (G. Norrie, შვედი  ოფთალმოლოგი) თვალების თანდაყოლილი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მინისებრი სხეულის მიდამოში მორუხო – მოყვითალო ფერის სიმსივნური მასების არსებობით, უვეიტის, კატარაქტის, მეორადი გლაუკომის და თვალის კაკლების ატროფიის განვითარებით, მხედველობის სრულ დაკარგვამდე; ზოგჯერ შერწყმულია სიყრუესთან და გონებრივ ჩამორჩენასთან; გადაეცემა რეცესიული ტიპით, შეჭიდულია X

Read More

ლევკოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტოზი – ლევკოციტების მომატება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში რამდენიმე ათეულ ათ. აღწევს. ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, სეპტიკური, ანთებითი და ტოქსიკური პროცესების, ლევკოზის დროს, აგრეთვე მაიონიზებელი რადიაციის დიდი დოზებით მოქმედების პირველ სტადიაში, ქსოვილების დაშლის შემთხვევაში (ავთვისებიანი სიმსივნე, გულის კუნთის ინფარქტი) და სხვ.

Read More