Tag Archives: ბეჭის

შპრენგელის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შპრენგელის დაავადება – განვითარების თანდაყოლილი მანკი: ერთი ან ორივე ბეჭის მაღლა დგომა. ბეჭი, როგორც წესი შემცირებულია ზომებში და დეფორმირებულია.  კონსერვატული მკურნალობა ითვალისწინებს მასაჟს, სამკურნალო ფიზკულტურას; შესაძლოა მოხდეს ოპერაციული ჩარევაც. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნერის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერის რეფლექსი – (V. Neri, იტალ. ნევროპათოლოგი) პათოლოგიური რეფლექსი: მხრის განზიდვა, წინამხრის მოხრა და პრონაცია ბეჭის გარეთა კიდის პერკუსიის დროს; ნიშანია პირამიდული გზების დაზიანებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა