Tag Archives: ბიოფსიის

ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ტიპიური ლოკალიზაციაა ქვედა კიდურების გრძელი ძვლები მუხლის სახსრის მიდამოში. ვლინდება ტკივილებით, რომელიც არ უკავშირდება კიდურის მოძრაობას და სწრაფად მზარდი წარმონაქმნით. სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირდება, ძირითადად – ფილტვებში. დიაგნოზი ემყარება რენტგენოლოგიურ მონაცემებსა და ბიოფსიის შედეგებს.

Read More