Tag Archives: ბუდეების

ტენოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოგრაფია – (ბერძ. Tenon მყესი + grapho წერა, გამოსახვა; სინ.: ტენონოგრაფია)მყესების ბუდეების რენტგენოლოგიური გამოკვლევა მათი ხელოვნური კონტრასტირების გზით; პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება, ძირითადად ძვლის მყესოვანი ბუდეების მდგომარეობის შესაფასებლად რევმატიული ართრიტისა და მცირე წვივის კუნთების მყესების დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინოვიური ქონდრომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ქონდრომატოზი – სახსრების, სახსრებახლო აბგებისა და მყესების ბუდეების კეთილთვისებიანი პროლიფერაციული დაავადება. ხასიათდება სინოვიური გარსის ხრტილოვანი მეტაპლაზიით ხრტილოვანი კვანძების წარმოქმნით, რომლებიც განიცდიან ჩაკირვას და გარდაიქმნებიან თავისუფალ სახსარშიგა სხეულად, ხოლო დიდი ზომების არსებობისას ჭიმავენ სასახსრე აბგას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით, ტკაცუნით სიარულისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური შეშუპებით. დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად.

Read More