Tag Archives: გააჩნიათ

ანილინის საღებავები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანილინის საღებავები – ორგანული ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნებიან ანილინისა და მისი მარილების დაჟანგვით; ფართოდ გამოიყენებიან ჰისტოლოგიურ ტექნიკაში; გააჩნიათ ბაქტერიოციდული, ზოგიერთებს კი – კანცეროგენული მოქმედება. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანთებითი დაავადებები გინეკოლოგიურ ავადმყოფებში

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანთებითი დაავადებები გინეკოლოგიურ ავადმყოფებში – (გინეკ.) სასქესო ორგანოების სხვა დაავადებებზე გაცილებით ხშირად გვხვდება. მათი გამომწვევები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ბაქტერიები: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ნაწლავის ეშერიხია, გონოკოკი, ტუბერკულოზური ჩხირი (მიკობაქტერია), ტრიქომონადები, სოკოები, აგრეთვე ანაერობული ბაქტერიები და სხ. ანთებითი პროცესის განვითარება და მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის ხასიათზე და განსაკუთრებით ქალის ორგანიზმის დამცველობით

Read More