Tag Archives: გადაყვანა

უცხო სხეულების ასპირაცია (ბავშვებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უცხო სხეულების ასპირაცია (ბავშვებში) – განსაკუთრებით ხშირად ხდება მარჯვენა ბრონქში (უფრო ფართოა). უცხო სხეული შესაძლოა იყოს როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ბუნების. კლინიკური სურათი. როგორც წესი, ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას, უეცრად წარმოქმნილ მკვეთრ ქოშინს (შეტევითი, ყოვანახველისებრი ტრაქეაში მოხვედრის დროს), ციანოზი, ხუთვა და გონების დაკარგვა. ხორხის სანათურის უცხო სხეულით

Read More

კოდის ტრანსლაცია

კოდის ტრანსლაცია – (ლათ.translatio  –  გადატანა, გადაყვანა) გენეტიკური ინფორმაციის გადაყვანა სპეციფიკური ცილების სტრუქტურად, რაც ხორციელდება დნმ – ისა და ინფორმაციული რნმ – ის მოლეკულების ურთიერთქმედების შედეგად ტრანსპორტული რნმ – ისა და რიბოსომების მონაწილეობით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .