ფარისებრახლო ჯირკვალი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრახლო ჯირკვალი – (glandula parathyroidea) ენდოკრინული ჯირკვალი, გამოიმუშავებს პარათიროიდულ ჰორმონს, არეგულირებს კალციუმის ცვლას. პარენქიმა წარმოდგენილია ეპითელური უჯრედებით, პარათიროციტების ჭიმებით ან გროვებით, რომლებიც მრავალრიცხოვანი სისხლის კაპილარების შემცველი თხელი ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩამონაფენებით არის გამოყოფილი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.