Tag Archives: გამოიყენებოდა

წონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წონა – მიწოდებული საქონლის რაოდენობრივი გამოხატულება. იზომება უმეტესად განზომილების მეტრულ სისტემაში: ტონა, ცენტნერი, კილოგრამი. ბოლო დრომდე ვაჭრობაში ფართოდ გამოიყენებოდა ანგლო – ამერიკული სისტემა, რომელიც შეიცავს წონის ისეთ ერთეულებს როგორიცაა გრძელი ტონა (1016 კგ), ინგლისური ცენტნერი (50, 8 კგ), ფუნტი (452 გ) და ა. შ.  

ალგორითმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ალგორითმი – (ინტ.) algorithm – ზუსტად განსაზღვრული პროცედურების, წესების ან ბრძანებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული ამოცანის გადაწყვეტას სასრული რაოდენობის ბიჯების საშუალებით. თავდაპირველად ეს ტერმინი მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამირებაში გამოიყენებოდა. ამჟამად, მას ფართოდ იყენებენ ნებისმიერი, ცალსახად განსაზღვრული პროცესის აღსაწერად.