Tag Archives: გამომყოფ

ვაკუოლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაკუოლი – (vacuola ლათ.vacuus  –  ცარიელი)  უჯრედის ციტოპლა­ზმაში სფერული ღრუ, რომელიც შემოსაზღვრულია ციტოპლაზ­მური მემბრანით და ამოვსებულია ჰომოგენური თხიერი შიგთავსით (უჯრედის სითხით). ვაკუოლების ზომა და მათი შიგთავსის ქიმიური შედგენილობა შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით ვაკუოლები ან ციტოპლაზმური მემბრანის ნაო­ჭებია ციტოპლაზმის სიღ­რმეში (პინოციტოზური ბუშტუკები), ან გოლ­ჯის კომპლექსის

Read More

ამნიოგენეზი

ამნიოგენეზი – (amniogenesis ბერძნ.amnion – კრავი და genesis – ჩასახვა, წარმოქმნა) ამნიონის წარმოქმნის პროცესი; ადამიანსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში მიმდინარეობს ჩანასახოვანი ფარის ფიალასებრი ჩაღრმავების კიდეების შერწყმის გზით. ამნიონი ასრულებს მკვებავ (ადრეულ სტადიებზე), დამცველობით, ენდოკრინულ (გამომ­ყოფ) ფუნქციებს, მონაწილეობს წყალ – მარილოვან ცვლაში და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More