Tag Archives: გასქელება

ოდრის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოდრის სინდრომი – ანომალიათა მემკვიდრეობითი კომპლექსი, გადაცემის ავტოსომურ – რეცესიული ან ავტოსომურ – დომინანტური ტიპი: კანის გასქელება და დანაოჭება, უპირატესად თავის თმიან ნაწილზე, შესაძლოა თან სდევდეს ჭკუასუსტობა (ავტოსომურ – დომინანტური გზით გადაცემის შემთხვევაში), აკრომეგალია და თვალის რქოვანის კლეიკომა. ვლინდება ჩვეულებრივ მოზრდილებში. პროგნოზი კეთილსაიმედოა. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

კოჟრი

კოჟრი – (დაკოჟრება) კანის რქოვანა შრის შემოსაზღვრული გასქელება, რომელიც ვითარდება განმეორებითი მექანიკური გაღიზიანების ადგილზე. წარმოიქმნება ჩვეულებრივ ხელისგულებზე, რაც დაკავშირებულია პროფესიონალური საქმიანობის თავისებურებასთან ან სპორტის ზოგიერთი სახეობით დაკავებისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი