გლომერულონეფრიტი
გლომერულონეფრიტი glomerulonephritis გლომერულონეფრიტი – დიფუზური გლომერულონეფრიტი წარმოადგენს იმუნოალერგიულ დაავადებას, რომელიც ხასიათდება თირკმლის გორგლების სისხლძარღვების დაზიანებით; მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული პროცესის სახით, განმეორებითი გამწვავებებითა და რემისიებით. შედარებით იშვიათია ქვემწვავე გლომერულონეფირტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მძაფრი, პროგრესირებადი მიმდინარეობა, თირკმელების უკმარისობის სწრაფი განვითარებით. დიფუზური გლომერულონეფრიტი წარმოადგენს თირკმელების ერთ – ერთ ყველაზე ხშირ დაავადებას. მწვავე გლომერულონეფრიტი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ეტიოლოგია,